თბილისის მერმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრა გამართა

თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, კელი დეგნანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

შეხვედრაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გამახვილდა ყურადღება. საუბარი შეეხო დაგეგმილ და სამომავლო პროექტებს.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ვისაუბრეთ საქართველო-აშშ-ს შორის არსებულ სტრატეგიურ ურთიერთობასა და პარტნიორობაზე, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ასევე საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებს, თუ რა პროექტები შეიძლება განხორციელეს მუნიციპალიტეტის მიმართულებით და სად და რაში შეიძლება დაგვეხმარონ საერთაშორისო ორგანიზაციები. შეხვედრაზე ხაზი გაესვა პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენი ქვეყნის როლს, სწორ და დროულად გადადგმულ ნაბიჯებს, რაზეც ქალაბტონმა ელჩმა მადლობა გადაგვიხადა”, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრაზე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა კელი დეგნანმა, ერთობლივი პროექტების განხორციელების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გვესაუბრა იმ შესანიშნავ თანამშრომლობაზე, რაც ჩვენსა და ქალაქ თბილისს შორისაა; შეხვედრისას ასევე ვისაუბრეთ ღია მმართველობის პარტნიორობაზე, რომელშიც თბილისი მონაწილეობს. შევეხეთ გამჭვირვალობისა და კეთილსინდისიერების ინიციატივას, რომლის მიზანიც თბილისში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მერიის გუნდის დახმარებაა. ჩვენ მოუთმენლად ველით მერთან და ქალაქ თბილისთან თანამშრომლობის გაგრძელებას და მრავალ ინიციატივაზე მუშაობას. მართლაც, შესანიშნავი თანამშრომლობა გვაქვს და ძალიან მიხარია, რომ მომეცა მერთან შეხვედრის შესაძლებლობა“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

შეხვედრაზე თბილისის მერმა კახა კალაძემ, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა