გიგა ბოკერია - ვერც ერთი კონსულტატი-ლობისტი, რაც არ უნდა ძვირი გადაიხადო, რაც ქვეყანაშია იმ რეალობას ვერ შეცვლის

„ევროპული საქართელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, ის, რომ კომუნიკაციას პირდაპირ ლობისტების მეშვეობით ამყარებს ივანიშვილის გუნდი, ანუ ლობისტი წერს წერილს მთავრობის მაგივრად, „უკვე დიაგნოზია“.

მისი თქმით, ვერც ერთი კონსულტატი-ლობისტი, რაც არ უნდა ძვირი გადაიხადო, რაც ქვეყანაშია იმ რეალობას ვერ შეცვლის.

„უკვე ის, რომ ასეთ კომუნიკაციას პირდაპირ ლობისტების მეშვეობით ამყარებს ივანიშვილის გუნდი, ანუ ლობისტი წერს წერილს მთავრობის მაგივრად, ეგ უკვე დიაგნოზია. ყველა ეგრევე მიხვდება, რომ ავტორიტარულ ან მიდრეკილების მქონე რეჟიმთან გაქვს საქმე. ლობისტი კონსულტანტად გჭირდება რომ რჩევები მოგცეს, კონტაქტზე გაგიყვანოს, მაგრამ ქვეყნასა და მთავრობას კი ვერ ჩაანაცვლებ. როცა ამას აკეთებ იმიტომ, რომ უბრალოდ კომუნიკაცია არ შეგიძლია, ამით შენ თვითონ ნათელყოფ როგორი პრობლემა გაქვს.

ვერცერთი კონსულტატი-ლობისტი, რაც არ უნდა ძვირი გადაიხადო, რაც ქვეყანაშია იმ რეალობას ვერ შეცვლის. საქართველოს მეგობრები რეაგირებენ იმ უმძიმეს ვითარებაზე, რომელიც ივანიშვილმა ქართელი ხალხის ნებისა და მათი პრაგმატული ინტერესების საწინააღმდეგოდ შექმნა.

თუ კონსულტატი-ლობისტები მარტო შიდაპარტიულ დაპირისპირებაში მმართველი პარტიის დასაცავად გყავს, ეს ქვეყნის სამსახური კი არა - ზიანია. იქ დღის წესრიგში ქვეყნის ინტერესების წინ წაწევა უნდა იყოს, რომელსაც მთავრობა წარმოადგენს და არა ივანიშვილის ღირსების დაცვა, რომელიც ამ წლების განმავლობაშ ბევრჯერ ვნახეთ“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო