„დოიჩე ველე“ - ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი დაცვას ითხოვს

ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი დაცვას ითხოვს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ხანგოშვილის ოჯახის მიერ ადვოკატებისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.

„ვითხოვთ, რომ ჩვენ შორის მათ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ დაცვა, უზრუნველყონ ის გერმანიასა და, შესამაბისად, შვედეთში. სამწუხაროდ, შარშან გავაცნობიერეთ, რომ გამართლებულია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის შიში, რომლის გამოც სამშობლო დავტოვეთ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხანგოშვილის ოჯახი მიესალმება იმ ფაქტს, რომ გერმანიის პროკურატურამ „სრულყოფილი გამოძიების“ შემდეგ ბრალის წაყენება განახორციელა.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენი მამა, ძმა და მეუღლე რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს,“- ნათქვამია ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის განცხადებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა