რემარკის დაბადების დღესთან დაკავშირებით, მისი წიგნების აუდიოვერსიებზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს

ერიხ მარია რემარკის დაბადების დღესთან დაკავშირებით, აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-ზე 22 და 23 ივნისს ავტორის წიგნების აუდიოვერსიებზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

მეოცე საუკუნის გამორჩეული გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი 1898 წლის 22 ივნისს დაიბადა. მის თითქმის ყველა ნაწარმოებს გასდევს ომის თემატიკა. იგი თავადაც იბრძოდა დასავლეთ ფრონტზე.

მის ან­ტი­ნა­ცის­ტურ წიგ­ნებს ფა­შის­ტე­ბი კო­ცონ­ზე წვავ­დნენ, ამ წიგ­ნე­ბის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მე­ბის ჩვე­ნე­ბას კი კრძა­ლავ­დნენ. სა­ბო­ლო­ოდ მწე­რალს მშობ­ლი­უ­რი ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა და შვე­ი­ცა­რი­ა­ში გა­და­სახ­ლე­ბაც კი მო­უ­წია, თუმ­ცა ამ ყვე­ლა­ფერს ხელი არ შე­უშ­ლია იმის­თვის, რომ წლე­ბის შემ­დეგ მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი კლა­სი­კად აღი­ა­რე­ბუ­ლი­ყო, ხოლო ერიხ მა­რია რე­მარ­კი მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და საყ­ვა­რელ მწერ­ლად ქცე­უ­ლი­ყო.

„რე­მარ­კის წიგ­ნე­ბი დღემ­დე ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვად წიგ­ნე­ბად რჩე­ბა და არაერთ ენა­ზეა ნა­თაგრმ­ნი. მისი რომანები დიდი პოპულარობით სარგებლობს ქართველ მკითხველშიც. ვფიქრობთ, მისი შემოქმედების მოყვარულებს, ნამდვილად სასიამოვნო სიახლეს ვთავაზობთ: ორი დღის განმავლობაში, აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge-ზე დიდი ფასდაკლებით იქნება ხელმისაწვდომი შემდეგი ქართული თარგმანების აუდიოვერსიები: „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“; „აჩრდილები სამოთხეში“; „ტრიუმფალური თაღი“; „ნასესხები სიცოცხლე“, - მარიამ აბდუშელიშვილი, გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

იმი­სათ­ვის, რომ აუ­დი­ო­წიგ­ნებს მო­უს­მი­ნოთ, უნდა ჩა­მოტვირ­თოთ აპ­ლი­კა­ცია "გუდა", და­რე­გის­ტრირ­დეთ სა­იტ­ზე gudabooks.ge, აირ­ჩი­ოთ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი, შე­ი­ძი­ნოთ, ამის შემ­დეგ კი გა­მო­მიჩ­ნდე­ბათ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს