აბიტურიენტებს, რომელთაც სახელოვნებო, სასპორტო  ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა სურთ, ამავე დაწესებულებების მიერ დაწესებული, შესაბამისი კონკურსის ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა მოეხსნებათ

იმ აბიტურიენტის მიმართ, რომელსაც 2020 წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე სახელოვნებო, სასპორტო ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა სურს, მოიხსნება ამავე დაწესებულებების მიერ შესაბამისი კონკურსის ეროვნულ გამოცდებამდე გავლის პირობა. პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტი წარედგინა.

ამჟამად მოქმედი კანონით, აბიტურიენტი, რომელსაც სახელოვნებო, სასპორტო ან სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვა სურს, ვალდებულია ეროვნულ გამოცდებზე გასვლამდე, ამავე დაწესებულების მიერ დადგენილ კონკურსზე გავიდეს. წარმოდგენილი კანონპროექტით კი 2020 წლის ეროვნულ გამოცდებზე გამსვლელ აბიტურიენტის მიმართ ეს წინაპირობა აღარ იმოქმედებს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ცვლილებები განპირობებულია იმ გარემოებით, რომ კოვიდ 19-ის გამო ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შეფერხდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსების ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე მომზადებისა და ჩატარების პროცედურები.

კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები გენადი მარგველაშვილი და ნუკრი ქანთარია არიან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს