სალომე ზურაბიშვილი 23 ივნისს ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციას გახსნის

23 ივნისს, 10:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიურ გლობალურ კონფერენციას გახსნის, რომელიც პანდემიის გამო ონლაინფორმატში გაიმართება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციაში, რომელიც ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ორგანიზებით იმართება, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის მინისტრები, ევროკომისიის და საერთაშორისო ინსტიტუტების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე ხაზი გაესმება კორონავირუსის პანდემიის კონტექსტში ენერგოეფექტურობის მნიშვნელობასა და იმ ეკონომიკური და ენერგეტიკული გამოწვევების გადალახვას, რომლებიც შესაძლოა, ენერგოეფექტურობის გზით განხორციელდეს.

საქართველოს პრეზიდენტი ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ენერგოეფექტურობის სპეციალური, გლობალური კომისიის წევრია.

ღონისძიების შესახებ ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია ბმულზე:

https://www.iea.org/events/5th-annual-global-conference-on-energy-efficiency

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა