"საბურთალოს"  ხელმძღვანელი - დაპირისპირებული მხარეებიც აღნიშნავენ, რომ გიორგი შაქარაშვილს არ მიუღია მონაწილეობა დაპირისპირებაში

დაპირისპირებული მხარეებიც აღნიშნავენ, რომ გიორგი შაქარაშვილს არ მიუღია მონაწილეობა დაპირისპირებაში, - ამის შესახებ “პალიტრანიუსს” "საბურთალოს" გუნდის ხელმძღვანელმა, ტარიელ ხიჩიკაშვილმა გიორგი შაქარაშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ის ცდილობდა, რომ კონფლიქტს გარიდებოდა, რაც ვერ შეძლო.

“გიორგი იყო, მიჭირს მასზე წარსულ დროში საუბარი, საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი, ძალიან კარგი აღზრდილი, ამიტომ გამოვრიცხავ, რომ გიორგის ეთავა ან მიეღო მონაწილეობა ამ დაპირისპირებაში. ამას დაპირისპირებული მხარეებიც აღნიშნავენ, რომ გიორგის არ მიუღია მონაწილეობა, მეტიც, სწორედ ჰქონდა მცდელობა, რომ გარიდებოდა ამ დაპირისპირებას, ამ მცდელობის ჟამს მოუწია ისე, რომ მოხდა ის უბედური შემთხვევა, როგორც ხსნიან და ეს არის ძალიან ცუდი, რომ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბავშვი გამოგვეცალა, რომელსაც შეეძლო, საქართველო, თავისი ოჯახი ესახელებინა, ყველა დაგვამწუხრა. ჩვენ "საბურთალო" ერთი დიდი ოჯახი ვართ.

პირველი არ არის ეს შემთხვევა და იმედია, დაგვაფიქრებს ეს უფროს თაობას და მე მაინც მგონია, რომ თითოეულ ჩვენგანს მცირე წვლილი მაინც მიგვიძღვის იმ სავალალო მდგომარეობაში, რაც ახალგაზრდა თაობაში არის ამ სახით, რომ არის აგრესია და ეს აგრესია მოდის ჩვენს ყოველდღიურობაში. იქნებ დავფიქრდეთ და ერთმანეთის გაუთავებელ ლანძღვას, ქიშპობას შევეშვათ, რომ ბავშვებს სწორი მაგალითი მივცეთ და ერთმანეთის გაფრთხილება მათაც ისწავლონ. ფაქტობრივად არაფრის გამო ხდება დაპირისპირება და შემდეგ ეს ყველაფერი როგორ მთავრდება, კარგად ხედავთ”, - განაცხადა გუნდის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, ექსპერტიზა დაადგენს რეალურად რა და როგორ მოხდა. რაც შეეხება თვითმკვლელობის ვერსიას, ხიჩიკაშვილი ამას გამორიცხავს, რადგან, მისივე თქმით, გიორგი მორწმუნე იყო და ასეთ რამეს არ გააკეთებდა.

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში დღეს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან