ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი - მსოფლიოს ესაჭიროება ეფექტური ვაქცინა და ეპიდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა

კორონავირუსთან ბრძოლაში გლობალური ხელმძღვანელობისა და ერთიანობის ნაკლებობა უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე თავად ეპიდემია - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა ჯანდაცვის ონლაინ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემიის პოლიტიზებამ სიტუაცია გააუარესა.

„უდიდესი საფრთხე, რომლის წინაშეც ვდგავართ, არ არის თავად ვირუსი. არამედ, ეს არის გლობალური სოლიდარობისა და გლობალური ხელმძღვანელობის ნაკლებობა. ჩვენ პანდემიას ვერ დავამარცხებთ დაყოფილი მსოფლიოთი. მსოფლიოს უკიდურესად ესაჭიროება ეროვნული ერთობა და გლობალური სოლიდარობა. პანდემიის პოლიტიზებამ კიდევ უფრო გაამწვავა სიტუაცია. არც ერთი ჩვენგანი არ იქნება უსაფრთხოდ, სანამ ჩვენ ყველანი არ ვიქნებით უსაფრთხოდ. საერთაშორისო თანამშრომლობას ამ მიზნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მსოფლიოს ესაჭიროება ეფექტური ვაქცინა და ეპიდემია დასრულებისგან ჯერ კიდევ შორსაა“, - განაცხადა გებრეიესუსმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა