გიორგი შაქარაშვილის ბიძა - დამოუკიდებელი ექსპერტის აყვანა არანაირ გაურკვევლობას არ უკავშირდება, გვინდა, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს, რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, დამოუკიდებელი ექსპერტი უფრო ობიექტური სურათის მისაღებად აიყვანეს და უნდობლობას ადგილი არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან განუცხადა, დღეს შესაძლოა, ექსპერტმა პირველადი სახით, გარკვეული მოსაზრება გამოთქვას.

რაც შეეხება საბოლოო დასკვნას, მას რამდენიმე თვე დასჭირდება.

“იმედი გვაქვს, რომ ექსპერტიზის დასკვნა თითქმის ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, ვინაიდან ვერსიები არის ბევრი, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი, ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში გაირკვევა ექსპერტიზის დასკვნით, მაგრამ ის პირველადი კონტურები, რომელსაც ექსპერტიზა გამოკვეთს, რამდენად საკმარისი იქნება დასკვნებისთვის, ამას მე ვერ გეტყვით. შესაძლებელია, დამატებითი კვლევები დასჭირდეს, არა ვიზუალური დათვალიერება, არამედ ლაბორატორიული კვლევები და ამის შემდეგ გაირკვეს რამე.

დამოუკიდებელი ექსპერტის აყვანა არანაირ გაურკვევლობას არ უკავშირდება, არანაირი უნდობლობა არ გვაქვს არავის მიმართ, მიუხედავად ჩვენი მძიმე მდგომარეობისა, ხედავთ, რომ სამი დღეა მადლობას ვუხდით ყველას, ვინც გვერდში დაგვიდგა. უბრალოდ, გვინდა, რომ უფრო დამაჯერებელი იყოს, რამდენიმე ექსპერტის მოსაზრება ერთობლიობაში და საბოლოო ჯამში იყოს ობიექტური სურათი, გარწმუნებთ, არავითარი სხვა მიზეზი აქ არ არსებობს. სრულად ვენდობით როგორც გამოძიებას, ასევე სამხარაულს და ნებისმიერ იმ ორგანოს, რომელიც ჩართული იყო გიორგის სამძებრო სამუშაოებში.

1 საათში შესაძლებელია ექსპერტმა გამოთქვას გარკვეული მოსაზრება პირველადი სახით, თორემ დასკვნა არ იქნება, დასკვნას სჭირდება რამდენიმე თვე”, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში დღეს იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო