ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და სვენ მიქსერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რითაც საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით დამტკიცებას ეხმაურებიან.

"გუშინ, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ახალ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით. 150 პარლამენტარიდან ცვლილებებს მხარი 136-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც პოზიტიური სიგნალია და ფართო კონსესუსის მიღწევას მოწმობს.

ჩვენ 8 მარტის შეთანხმების ყველა მხარეს მოვუწოდებთ, გამოიყენონ ეს პოზიციური იმპულსი, რადგან ეს დაეხმარება საქართველოს პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციაში და უზრუნველყოფს, რომ მოქალაქეთა დემოკრატიული ნება სათანადოდ იყოს გამოხატული მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.

კიდევ ორი მოსმენა უნდა გაიმართოს, როგორც დაგეგმლია 23 და 29 ივნისს, 1-ელ და 2 ივლისს კი გაიმართება კენჭისყრა საარჩევნო სისტემაზე, რათა გათვალისწინებული იყოს OSCE/ODIHR -ის რეკომენდაციები" , - ნათქვამია მარინა კალიურანდისა და სვენ მიქსერის ერთობლივ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა