საუდის არაბეთმა უცხოელი მუსლიმებისთვის მექასა და მედინაში ჰაჯის რიტუალზე დასწრება აკრძალა

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საუდის არაბეთმა წელს უცხოელი მუსლიმებისთვის მექასა და მედინაში ჰაჯის რიტუალზე დასწრება აკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ჰაჯის დღესასწაულზე დასწრების შესაძლებლობა წელს მხოლოდ საუდის არაბეთში მცხოვრებ მუსლიმებს ექნებათ.

ხელისუფლების განმარტებით, ეს არის ერთადერთი გზა, იმისთვის, რომ სოციალური დისტანცირების წესების დაცვა და მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყონ.

ჰაჯი არის უდიდესი ყოველწლიური პილიგრიმობა მსოფლიოში, რომელიც ისლამის მეხუთე პილასტრად ითვლება. ყველა ფსიქოლოგიურად და ფინანსურად მომზადებული მუსლიმანი მორალურ ვალდებულებად თვლის, ერთხელ მაინც მოინახულოს ეს ადგილი სიცოცხლის განმავლობაში.

ცნობისათვის, ოფიციალური მონაცემებით საუდის არაბეთში კორონავირუსის 161 005 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 1 307 ადამიანი.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს