შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (EU - ACT)“ - ფარგლებში, სპეციალური აღჭურვილობა გადაეცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, აღჭურვილობა გააუმჯობესებს ორგანიზებული დანაშაულისა და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით სამინისტროს შესაძლებლობებს, რაც ხელს შეუწყობს უწყების წარმატებულ საქმიანობას.

ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახაბერ საბანაძე და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსის მოადგილე, კატალინ გერმანი ესწრებოდნენ.

„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „ევროკავშირის მოქმედება ნარკოტიკებისა და ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ (EU -ACT)“ საქართველოში 2017 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია ქვეყნების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ ეფექტიანად ებრძოლონ ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულს. ევროკავშირი მრავალი წელია თანამშრომლობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროგრამებსა და პროექტებს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, ოჯახში ძალადობა, საზღვრის ინტეგრირებული მართვა და სხვა,” - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა