BBC-ის ინფორმაციით, ჩინეთმა კოსმოსში სატელიტი გაუშვა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა ნავიგაციის საკუთარ სისტემას შექმნის

ჩინეთმა კოსმოსში სატელიტი BeiDou-3 გაუშვა, რომლის მეშვეობითაც ქვეყანა ნავიგაციის საკუთარ სისტემას შექმნის. BBC-ის ინფორმაციით, BeiDou-3 პროექტის ფარგლებში გაშვებული ბოლო, 35-ე რაკეტაა. საერთო ჯამში პროექტი 10 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა, რაც საშუალებას მისცემს ჩინეთს საკუთარი მძლავრი ნავიგაციის სისტემა შექმნას და ამერიკულ GPS-ზე დამოკიდებული აღარ იყოს.

როგორც ცნობილია, რაკეტა კოსმოსური სადგურიდან ჯერ კიდევ გასულ კვირას უნდა გაეშვათ, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ის დროებით გადადეს.

აღსანიშნავია, რომ დღესდღეობით მსოფლიოში სულ 3 ნავიგაციის სისტემაა. ესენია ამერიკული GPS, რუსული GLONASS და ევროპული Galileo, ჩინეთის BeiDou-ს ნავიგაციის სისტემა კი მე-4 გახდება. ჩინეთის ხელისუფლების განმარტებით, მათი ნავიგაციის სისტემა მუშაობას 2035 წელს დაიწყებს და GPS-ზე ბევრად მძლავრი იქნება.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის