სალომე ზურაბიშვილი - ზოგიერთი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოებამ ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობა შეიძინა

ზოგიერთი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოებამ ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობა შეიძინა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიურ გლობალური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

პრეზიდენტმა იმ გამოწვევებზე ისაუბრა, რომლების წინაშეც მსოფლიო კორონავირუსის პანდემიის გამო აღმოჩნდა.

„მსოფლიო იბრძვის კოვიდ 19-ის შედეგების დასაძლევად. პანდემიამ შეცვალა ენერგეტიკული და კლიმატური სურათი. ზოგიერთი ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოებამ ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელობა შეიძინა. დაახლოებით 1 მილიარდ ადამიანს არ აქვს წვდომა ენერგეტიკულ რესურსებზე და პანდემია კიდევ უფრო ზრდის უთანასწორობისა და სიღარიბის დონეს ყველა საზოგადოებაში,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, მსოფლიო კორონავირუსით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისს ებრძვის და ეკონომიკური გაჯანსაღების მცდელობის პროცესში არსებობს რამდენიმე ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის, რა უნდა გააკეთონ ქვეყნებმა, რომ ენერგეტიკული სისტემები უფრო მოქნილი გახდეს, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შემცირებული ემისიები კიდევ არ გაიზარდოს.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ პანდემიამ ეკონომიკებსა და ენერგეტიკის სისტემებში არსებული სისუსტეები გამოავლინა.

„პანდემიამ ეკონომიკებსა და ენერგეტიკის სისტემებში არსებული სისუსტეები გამოავლინა. ამ გამოწვევების დროსაც კი ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დავაჩქაროთ ენერგო-ეფექტურობის ხელშემწყობი მოქმედება,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო