სალომე ზურაბიშვილი - საქართველო პატარა სახელმწიფოა, რომელსაც საბჭოთა მძიმე მემკვიდრეობად ერგო არაენერგოეფექტური შენობები, რომელთა შეცვლასაც ვცდილობთ

საქართველო არის პატარა სახელმწიფო, რომელსაც საბჭოთა მძიმე მემკვიდრეობად ერგო არაენერგოეფექტური შენობები, რომელთა შეცვლასაც თანდათანობით ვცდილობთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ენერგოეფექტურობის მე-5 ყოველწლიური გლობალური კონფერენციის გახსნისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, გარდამავალ პერიოდშიც კი, რომელშიც საქართველო იმყოფება შენობების უმეტესობა ჯერ კიდევ არაენერგოეფექტურია.

როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ დააჩქარა კანონმდებლობის მიღება და ენერგოეფექტური შენობებისთვის განკუთვნილი ახალი სტანდარტები და რეგულაციები უკვე დამტკიცდა.

„არსებული კრიზისის საპასუხოდ საქართველომ დააჩქარა ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება და გასულ კვირას წარადგინა ახალი სტანდარტები და რეგულაციები ენერგოეფექტური შენობებისთვის. დამატებით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსა და დონორ ორგანიზაციებთან ერთად, რომელთა შორის, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოც არის, საქართველო მუნიციპალური ტრანსპორტის მოდერნიზაციასა და შეცვლას ახორციელებს, აწესრიგებს გარე განათებას, ასევე წარმოადგინა ბიომასის საწვავის მიწოდების ჯაჭვის საპილოტე პროგრამა, ასევე ავითარებს ენერგოეფექტურ ინფრასტრუქტურას და მზის ენერგიის და თერმულ ტექნოლოგიებს განსაკუთრენით მოხუცთა სახლებსა და საბავშვო ბაღებში. აღსანიშნავია, რომ ეს ამცირებს ენერგიის ხარჯებს თითქმის 80%-ით. სამწუხაროა, რომ ჩვენ არ შეგვიძლია იგივე მომსახურება შევთავაზოთ ჩვენს მოქალაქეებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. საქართველოს ყველა რეგიონში პროგრესის ტემპის ზრდა საჭიროებს ძლიერ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, გრძელვადიან ენერგეტიკულ გეგმას, გაზრდილ საჯარო და კერძო დაფინანსებას, ადეკვატურ პოლიტიკასა და ფისკალურ სტიმულებს ახალი ტექნოლოგიების სწრაფად დანერგვისთვის,“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს