არჩილ თალაკვაძის შეფასებით, „ევროპულმა საქართველომ“ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კი არა, საკუთარი პარტია გადაარჩინა

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერით „ევროპულმა საქართველომ“ ცვლილებების პროექტი კი არა, საკუთარი პარტია გადაარჩინა.

როგორც არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, ეთანხმება ირაკლი კობახიძის შეფასებას „ნაციონალური მოძრაობის“ და „ევროპული საქართველოს“ ქცევის შესახებ.

„პარტიული პოზიციიდან გამომდინარე ირაკლი კობახიძემ ზუსტი შეფასება მისცა ამ ორი ოპოზიციური პარტიის ქცევას. ერთი პრაქტიკულად ჩვენ ვამხილეთ თვალთმაქცობაში, რომელმაც ხალხს უთხრა, რომ მხარს ვუჭერ, მაგრამ ხმას არ ვაძლევ. მეორე, ვამხილეთ იმაში, რომ როდესაც კენჭისყრიდან გამოვიდნენ საზოგადოებას უთხრეს, რომ ჩვენ გადავარჩინეთ ეს პროექტიო, როდესაც ელემენტარულად ტაბლოზე ჩანდა შედეგები, რომ 136-მა დეპუტატმა მიიღო ეს ცვლილებები, რაც ნიშნავს რომ „ევროპული საქართველოს“ 20 ხმაც რომ გამოკლებოდა ამ ყველაფერს მაინც დამტკიცდებოდა. ეს თქვა ირაკლი კობახიძემ. ჩემი პოზიცია, რომ ობიექტურად ვთქვათ, დადებითი იყო, რომ „ევროპულმა საქართველომ“ მიიღო სწორი გადაწყვეტილება, დაგვიანებით, ბოლოს, მაგრამ მაინც სწორი გადაწყვეტილება, რომ კენჭისყრაში ჩართულიყო და მხარი დაეჭირა. ამით მათ პროექტი კი არ გადაარჩინეს, გადაარჩინეს საკუთარი პარტია, რომ ხვალ და ზეგ ეს პარტია არ დაადანაშაულოს ვინმემ შეთანხმების დარღვევაში,“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

იხილეთ ვიდეო

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა