ადვოკატის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ორი პირის ავტომანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხული ორი პირის ავტომანქანიდან ექსპერტებმა ანაწმენდები აიღეს, - აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ განუცხადა.

როგორც მუხრან ღურწკაია განმარტავს, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან კავშირი არ აქვთ და არც რომელიმე მხარეს იცნობენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა, გარდა იმისა, რომ გამოიკითხნენ, თითის ანაბეჭდები, ბიოლოგიური მასალა აიღეს და წუხელ გვიან, მანქანიდან, რომლითაც ისინი მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, ანაწმენდები აიღეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, არც გარდაცვლილს იცნობდნენ და არც იმ ადამიანს, ვისი დაბადების დღეც იმ დღეს იყო. მათ ამ საქმესთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, უბრალოდ მანქანა იმ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, შესაბამისად, როგორც ყველასთან, საგამოძიებო მოქმედებები მათთანაც ჩატარდა. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები როგორც მოგახსენეთ, არცერთ მხარეს არ იცნობენ“, - განაცხადა ღუწრკაიამ.

გაუჩნდება თუ არა, საგამოძიებო ორგანოს აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით კვლავ კითხვები და დაიბარებენ თუ არა მათ ისევ გამოკითხვაზე, ეს უცნობია.

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში გუშინ იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო