ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძა - ახლა მთავარი კითხვაა, დახრჩობის შემდეგ მდინარემ მიაყენა დაზიანებები, მანამდე ფერდობზე ჩარბენისას მიიღო თუ ვინმემ მიაყენა ფიზიკური დაზიანება

ახლა მთავარი კითხვაა, გიორგი შაქარაშვილს დახრჩობის შემდეგ მდინარემ მიაყენა დაზიანებები, მანამდე, ფერდობზე ჩარბენის დროს მიიღო, თუ ვინმემ მიაყენა ფიზიკური დაზიანება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ მირიან ნიკოლაძემ განუცხადა. როგორც ნიკოლაძე განმარტავს, აღნიშნულ კითხვებზე პასუხი ჯერ გამოკვეთილი არ არის.

„რთულია გამიჯვნა, დაზიანებები რის გამოა. ამაზე პასუხისგან ექპერტები თავს იკავებენ და ეს მესმის, რადგან არ უნდათ ტყუილუბრალოდ მითქმა-მოთქმა გამოიწვიონ. აქედან გამომდინარე, ელოდებიან ლაბორატორიულ დასკვნებს, რომ ეს ზღვარი მკვეთრად გაივლოს და კითხვები აღარ დარჩეს. მთავარი კითხვაა, მდინარეში დახრჩობის შემდეგ მდინარემ მიაყენა დაზიანებები, თუ მანამდე ფერდობზე ჩარბენის დროს მიიღო დაზიანება, თუ ვინმემ მიაყენა ფიზიკური დაზიანება, ეს რა თქმა უნდა, ჯერ გამოკვეთილი არ არის. ახლა ექპერტიზაა გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი, რომ ჩვენ არ ვიდგეთ და არ ვიმკითხაოთ, თუ რა მოხდა. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ, გვეცოდინება, სიკვდილამდეა დაზიანებები, თუ შემდეგ“, - განაცხადა ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში გუშინ იპოვეს. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა