არჩილ თალაკვაძე - როდესაც საზოგადოებას ეუბნები, რომ მხარს ვუჭერ, მაგრამ ხმას არ ვაძლევ, ეს არის პოლიტიკური ტყუილი

მოვუწოდებ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, მაქსიმალურად მიიღონ მონაწილეობა საკონსტიტუციო ცვლილების კენჭისყრაში, მხარი დაუჭირონ პროექტს და შეასრულონ პირობა, რომელიც ჩვენ შევათანხმეთ 8 მარტის დიალოგის დროს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ნიუსრუმი“ განაცხადა.

მისი თქმით, პირველი კენჭისყრის დროს საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა და ეს პარტია აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში.

„ამას თუ დავუმატებთ მათ ნარატივსაც, გზავნილს მოსახლეობის მიმართ, რა უთხრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საზოგადოებას, უთხრა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ, ოღონდ ხმას არ ვაძლევთო, ბუნებრივია, საზოგადოება პოლიტიკაში ერკვევა და ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებას ძალიან კარგად ესმის, რომ პოლიტიკაში ასეთი პოსტულატი არის ტყუილი და თვალთმაქცობა. თუ მხარს უჭერ, უნდა მისცე ხმა. თუ ხმას არ აძლევ, ე.ი მხარს არ უჭერ. შესაბამისად, როდესაც საზოგადოებას ეუბნები, რომ მხარს ვუჭერ, მაგრამ ხმას არ ვაძლევ, ეს არის პოლიტიკური ტყუილი. მნიშვნელოვანი არის ის, რომ თუ ოპოზიციური პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ იღებს პასუხისმგებლობას მის მიერ გაცემულ პირობაზე, რომელსაც ხელი მოაწერა პარტნიორებთან და სხვა პოლიტიკურ ძალებთან ერთად, მაშინ უკვე ჩვენს საზოგადოებას და მეც მიჩნდება სხვა შეკითხვები. მოქალაქეებს უჩნდებათ კითხვა, მომავალში როგორ შეძლებს ეს პოლიტიკური პარტია საერთოდ რამეზე აიღოს პასუხისმგებლობა.

თუ მკითხავთ, რას ნიშნავს, როცა პარტია მონაწილეობს, სხვა პოლიტიკური ჯგუფების მაგალითზე შემიძლია გითხრათ, მათ მიიღეს სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება. ამას მარტივი ლოგიკა აქვს, თუნდაც, რომ შევხედოთ იმ პოლიტიკურ ძალებს ვინც ამბობს, რომ მათ სურთ „ქართული ოცნების“ შესუსტება შემდეგ პარლამენტში ან შეცვლა, მათთვის ეს არის შესაძლებელი არჩევნების გზით. როგორი არჩევნები ურჩევნია პოლიტიკურ სპექტრს?! ურჩევნია პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული. შესაბამისად, თუ ისინი მართლაც გულწრფელად ამბობენ, რომ ცვლილებებისთვის იბრძვიან, მათ ამ საკონსტიტუციო პროექტს მხარი ყველა ლოგიკით უნდა დაუჭირონ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს