რუსეთში, 24 საათში, კორონავირუსის 7425  შემთხვევა გამოვლინდა, 153 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 7425 შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 599 705-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 153 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 8359 -ს მიაღწია.

ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში კოვიდ 19-სგან დაინფიცირებული 356 000-ზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ცნობისათვის, რუსეთი კოვიდინფიცირებულთა რაოდენობით მესამე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-სა და ბრაზილიის შემდეგ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა