არჩილ თალაკვაძე - ეს კონგრესმენები საქართველოს მეგობრები არიან, ივანიშვილი ვერ იქნება ქვეყნის დესტაბილიზაციის მომხრე, რადგან მისი ლიდერობის პერიოდში ჩვენმა გუნდმა გააკეთა ის, რომ ქვეყანა უფრო სტაბილური გამხდარიყო

ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რისი საშუალებაც ჩვენ გვქონდა, დროის, რესურსებისა და კონტექსტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და დემოკრატია გაძლიერებულიყო,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ “პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" სტუმრობისას განაცხადა, რითიც უპასუხა 13 კონგრესმენის ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხს.

მისივე თქმით, კონგრესმენების ანგარიში, დადებითად აფასებს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, თუმცა იქ არის ერთი წინადადება, რომელიც ანგარიშის დანარჩენ ნაწილთან მოდის წინააღმდეგობაში.

"არ შეიძლება ამბობდე, რომ ქვეყანას აქვს ხელშესახები პროგრესი, უსაფრთხოების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, საერთაშორისო თანამშრომობის სფეროში და მერე იყოს წინადადება, რომ ეს ყველაფერი პირიქითაა. ჩვენი მეგობრები, როცა ჩამოვლენ თბილისში, დარწმუნებული ვარ ნათელი მოეფინება ყველაფერს. ეს კონგრესმენები არიან საქართველოს მეგობრები. ბიძინა ივანიშვილი ვერ იქნება ქვეყნის დესტაბილიზაციის მომხრე, იმიტომ რომ მისი პრემიერ -მინისტრობის, პარტიის თავმჯდომარეობის და მისი ლიდერობის პერიოდში მისმა გუნდმა, ჩვენმა სახელისუფლებო გუნდმა გააკეთა ყველა კომპონენტში ის, რომ ქვეყანა უფრო სტაბილური გამხდარიყო," - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა