პარლამენტთან გიორგი რურუას მხარდასაჭერი აქცია იმართება

პარლამენტის შენობასთან ,,მთავარი არხის”ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას მხარდასაჭერი აქცია იმართება. როგორც აქციაზე შეკრებილები აცხადებენ, გიორგი რურუა პოლიტიკურო ნიშნით არის დაკავებული და აუცილებელია მის გათავისუფლებასთან ერთად 8 მარტის შეთანხმების შესრულება.

,,ჩვენ ვაპროტესტებთ გიორგი რურუას პატიმრობას, ის არის პოლიტიკური ნიშნით დაკავებული, იარაღი „ჩაუდეს“. ჩვენ ვითხოვთ ასევე 8 მარტის შესრულების შეთანხმებას, რომელიც ,,ქართული ოცნების” დეპუტატებმა გასცეს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების წინაშე. თუ გიორგი რურუას უახლოეს დღეებში გათავისუფლება არ მოხდება, ჩვენ ვაანონსებთ პერმანენტულ აქციებს“ , - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ბესო გაზდელიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა