მამუკა მდინარაძე - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დაახლოებით 1 საათი აქვთ, რომ გადაწყვეტილება შეცვალონ და საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ

ერთი საათის განმავლობაში ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია მოიფიქროს და შეუერთდეს იმ გადაწყვეტილების აღსრულებას, რომელზეც ყველა ვთანხმდებით, რომელიც არის ქართული საზოგადოების დაკვეთა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, საკონსტიტუციო ცვილებები იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვნად ჩაითვალოს, აქედან გამომდინარე, უმრავლესობის წარმომადგენლები სხდომაზე კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე უარს ამბობენ.

„ბოლო დღეების განმავლობაში, იმ მთავარ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც არის ვნებათაღელვის საგანი და რომელზეც ვკონცენტრირდებით ბოლო 3 კვირის განმავლობაში, ბევრი განცხადება ვნახეთ, მათ შორის, შეიძლება ვთქვათ, ტოპ ათეულში პირველ ადგილზე იყო ერთ-ერთი პოლიტიკური ძალის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ გადავარჩინეთ საკონსტიტუციო ცვლილებებიო, როდესაც მათ გარეშეც იმ დღეს ვნახეთ, რომ 116 ხმა ჰქონდა. თუმცა ეს დღეს მეორეხარისხოვანია. მე ვფიქრობ, რომ დღესაც კონცენტრირება მთავარ საკითხზე, რომელსაც ჰქვია საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენით მიღება, არის იმდენად პრიორიტეტული, იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ყველა დანარჩენი საკითხი შეიძლება მეორეხარისხოვანადაც კი მივიჩნიოთ, ამიტომ დღეს უმრავლესობის წარმომადგენლები უარს ვამბობთ კონკრეტული პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაზე. მხოლოდ და მხოლოდ ერთ მოწოდებას შევუერთდები, რომ კიდევ აქვთ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, დაახლოებით, 1 საათი იმისთვის, რომ შეცვალონ გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ეს იქნება კიდევ უფრო ფართო კონსენსუსი, თუმცა ყველა ვხედავთ, რომ ამის გარეშეც საკონსტიტუციო ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა და დარწუნებული ვარ, იმავე რაოდენობის დეპუტატების მხარდაჭერით გავა. მას არანაირი პრობლემა არ შეექმნება,“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა