ეკა ბესელია - მე მგონია, რომ დღეს საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მხარდაჭერილი - იქნება საკმარისი ხმები, თავად უმრავლესობა ცდილობს, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს

რაც შეეხება პარტიებს, ვინც ხმას არ აძლევს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მე მგონია, რომ შეცდომაა ეს პოზიცია. ექსპერიმენტების ჩატარება არ იქნება სწორი და ალბათ, უმჯობესია, თუ მხარს დაუჭერენ ამ ცვლილებებს, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში, პლენარული სხდომის დაწყებამდე, „ევროპული საქართველოს" და „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.

თუმცა, როგორც დეპუტატი ამბობს, ცვლილებები სავარაუდოდ, მიღებული იქნება, რადგან „ქართული ოცნებაც“ გრძნობს, რამდენად დაზიანდება წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესი.

„მე მგონია, რომ დღეს ეს ცვლილებები იქნება მხარდაჭერილი. ახლა მგონია, რომ იქნება საკმარისი ხმები, თავად უმრავლესობა ცდილობს, რომ ეს პროცესი ბოლომდე მივიდეს, რადგან გრძნობენ რამდენად დაზიანდება პოლიტიკური პროცესი, თუ ეს ცვლილებები არ იქნება მხარდაჭერილი. რაც შეეხება პარტიებს, ვინც ხმას არ აძლევს, მე მგონია, რომ შეცდომაა ეს პოზიცია. განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველი მოსმენის დროს პრინციპების დონეზე არის მხარდაჭერილი, მე მგონია, რომ ექსპერიმენტების ჩატარება არ იქნება სწორი და ალბათ, უმჯობესია, თუ მხარს დაუჭერენ ამ ცვლილებებს," - განაცხადა ბესელიამ.

შეგახსენებთ, პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა მიმდინარეობს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა