გია ვოლსკი - ოპოზიციას სულ არ ენაღვლება რურუა

ვერ წარმომიდგენია, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებიდან ან ფრაქციებიდან ვინმე გამოჩნდეს ისეთი, რომელიც რაღაც გარიგებაში შევა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის ახალ ქვედანაყოფებთან და შეიცვლის პირველ კენჭისყრაზე დაფიქსირებულ პოზიციას, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე - სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ასეთი რამ არ მოხდება და სავარაუდოდ, მეორე მოსმენით კენჭისყრაზეც გამეორდება ის შედეგი, რაც პირველი მოსმენით დაფიქსირდა.

„რაც მოხდა პირველ კენჭისყრაზე, ის უნდა მოხდეს მეორეზეც. მე ვერ წარმომიდგენია, რომ დამოუკიდებელი დეპუტატებიდან ან ფრაქციებიდან ვინმე გამოჩნდეს ისეთი, რომელიც რაღაც გარიგებაში შევა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, მის ახალ ქვედანაყოფებთან და შეიცვლის პირველ კენჭისყრაზე დაფიქსირებულ პოზიციას. ასეთი რამ ვერ წარმომიდგენია, ასეთი რამ არ მოხდება. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, გავიმეორებთ იმ შედეგს, რაც იყო,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება გიორგი რურუას პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნას, ვოლსკის თქმით, ოპოზიციას სულ არ ენაღვლება რურუა.

„სულ არ ენაღვლებათ რურუა. თემა ის არის, რომ თურმე ჩვენ გვაქვს მისი გათავისუფლების რესურსი ანუ, მთავრობას ან პარტიას შეუძლია, უკარნახოს სასამართლოს და აქედან გამომდინარე აღიარებითი ჩვენება გააკეთოს, რომ ხელისუფლება წყვეტს, ვინ იჯდება ციხეში და ვინ გამოვა. ეს თემა უკვე გავიარეთ. იყო დრო, როცა წყვეტდნენ, ვინ ეწამებინათ, ვინ მოეკლათ, ვინ ჩაესვათ, ვინ გამოეშვათ და ვისთვის რა წაერთმიათ. სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე. ეს ის რეალობაა, რაშიც დღეს ვცხოვრობთ და მათი მიზანია, ამ რეალობის შეცვლა. სურთ, საერთაშორისო პარტნიორებს დაანახონ, რომ თურმე, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არის ერთი მიზანი და მეორეა, რომ გარკვეული ვალდებულება აქვთ. ამას ასრულებენ, თამაში უწევთ და რთულ დღეში არიან,” - განაცხადა ვოლსკიმ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა