დიმიტრი ცქიტიშვილი - მაღალი რისკია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავიდეს, საერთოდ თუ გრძნობენ რამხელა პასუხისგებლობაა მისი ჩაგდება?!

მაღალი რისკია იმის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები ვერ გავიდეს, საერთოდ თუ გრძნობენ რამხელა პასუხისგებლობაა მისი ჩაგდება?! - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დამოუკიდებელმა დეპუტატმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვერც ხელისუფლება და ვერც მასთან დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ვერ აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას.

"მე პირადად მხარს ვუჭერ ისევე, როგორც პირველ მოსმენაზე დავუჭირე. მე ვერ გავიგე ოპოზიციის პასუხისმგებლობა რაში მდგომარეობს, მათ ხელი მოაწერეს 8 მარტის შეთანხმებას, მე ვფიქრობ, მათი ვალდებულებაც არის მოვიდნენ და მხარი დაუჭირონ ამ შეთანხმების აღსრულებას საკონსტიტუციო ცვლილებების კუთხით. ხელისუფლებაც რისკავს ასევე და რისკის ქვეშ აყენებს პროცესს. ეს არ არის ჯანსაღი და ნორმალური, ჩვენ ვნახეთ, რომ ოპოზიციის ორი ფრაქციის გარდა არის 115 - 116 დეპუტატი, ვინც მხარს უჭერს. მაღალი რისკია იმის, რომ ვერ გავიდეს ცვლილებები, საერთოდ თუ გრძნობენ რამხელა პასუხისგებლობაა მისი ჩაგდება?! მე მგონია, რომ ვერც ხელისუფლება და ვერც მასთან დაპირისპირებული ოპოზიციური ჯგუფები ვერ აცნობიერებენ, რა პასუხისგებლობა გააჩნიათ ქვეყნის წინაშე,"- განაცხადა ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის მეორე მოსმენა მიმდინარეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა