გედევან ფოფხაძე - თუ ვიღაცას მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის სწორი, სჯობს იყოს დარბაზში და თავის პოზიციას აფიქსირებდეს, ვიდრე ბოიკოტს აცხადებდეს და რაღაც წინაპირობებს აყენებდეს

დღეს ამ დარბაზში ყოფნა ყველა დეპუტატის პირდაპირი ვალია. თუ ვიღაც არ იზიარებს ამ პოზიციას და მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის სწორი, სჯობს იყოს დარბაზში და თავის პოზიციას აფიქსირებდეს, ვიდრე ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებდეს და რაღაც წინაპირობებს აყენებდეს, - მის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ.

ფოფხაძის განცხადებით, დღეს პარლამენტმა ქართველ ხალხს უნდა დაანახოს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ქართული სახელმწიფოს ინტერესს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე პოლიტიკურ კონიუნქტურას.

„დღეს არავისთან მიმართებაში არაფერი ნიშნის მოსაგები არ არის, არც სამადლობელი არაფერი არ არის. გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და ამიტომ, მთავარი გმირი და პერსონაჟი, ვინც ჰყავს საარჩევნო პროცესს, არის საქართველოს მოქალაქე, ქართველი ხალხი და ამიტომ პასუხისმგებლობაც მათთან მიმართებით უნდა იყოს გამომჟღავნებული. არ შეიძლება ამომრჩეველი წინასაარჩევნოდ იყოს გაურკვევლობაში და არ იცოდეს, რა წესით ხდება ხელისუფლების არჩევა. ეს ხელისუფლების ლეგიტიმაციასაც კითხვის ნიშნის ქვემოთ აყენებს. ხაზგასმით მინდა ჩვენს ყველა კოლეგას ვუთხრა, რომ დღეს ის არ იღებს პარტიულ გადაწყვეტილებას, არ იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც კარგია ოპოზიციისთვის ან ხელისუფლებისთვის, იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც ამ ვითარებაში არის პოლიტიკური კონსენსუსი და შესაბამისად, ყველას კარგად უნდა ჰქონდეს გათვიცნობიერებული ის, რომ ჩვენ ერთმანეთის წინაშეც გვაქვს ვალდებულება და პასუხისმგებლობა და პირველ რიგში, ჩვენი ხალხის წინაშე. ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვაჭერთ „მწვანეს“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით და ამით იმ პოლიტიკურ გზავნილს ვქმნით საზოგადოების წინაშე, რომელიც ამ ქვეყნის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების წინაპირობაა. დიახ, „ქართული ოცნება“ არ იყო მართალი, როდესაც ის ცვლილებები ჩავარდა და არ მოხდა თავდაპირველად საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, მაგრამ დღეს ჩვენ ყველას გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ეს შეიცვალოს და იყოს მიღებული ერთიანი გადაწყვეტილება. ამ დარბაზში ყოფნა დღეს ყველა დეპუტატის პირდაპირი ვალია, თუ ვიღაც არ იზიარებს ამ პოზიციას და მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები არ არის სწორი, სჯობს იყოს დარბაზში და თავის პოზიციას აფიქსირებდეს, ვიდრე ამ პროცესს ბოიკოტს უცხადებდეს და რაღაც წინაპირობებს აყენებდეს. ყველა უნდა ვიყოთ ერთიანი, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის სტაბილური და მშიდობიანი განვითარების წინაშე. ეს არის მთავარი პოლიტიკური გზავნილი, რომელიც ქართულმა პარლამენტმა დღეს უნდა გააკეთოს და ამ ერთიანობით ჩვენ უნდა დავანახოთ ქართველ ხალხს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ქართული სახელმწიფოს ინტერესს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე პოლიტიკურ კონიუნქტურას“, - განაცხადა ფოფხაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა