ირაკლი აბესაძე - კიდევ უფრო მეტად გამყარდა სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენები

კიდევ უფრო მეტად გამყარდა სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენები, მათ პოლიტიკური დამორჩილება და სახელმწიფო ინსტიტუტების: სასამართლოს, პოლიციის და პროკურატურის მიტაცება ერთი ადამიანის და ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევას მართლმსაჯულების სისტემასთან დაკავიშრებით.

როგორც აბესაძე აღნიშნავს, სამართალდამცავი სისტემის დამოუკიდებლობა ყველა ხელისუფლების პირობებში პრობლემა იყო, თუმცა მისივე თქმით, „ეს პრობლემა დღითიდღე უფრო მეტად მძიმდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში“.

„ახლა ჩვენ უკვე გვაქვს საერთაშორისო შეფასებებიც, რომ ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები, როგორებადაც ისინი აქცია პოლიტიკურად მოტივირებულმა პროკურატურამ, შსს-მ და მორჩილმა სასამართლომ. ახლა ჩვენ გვაქვს შეფასება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ობიექტური დამკვირვებლების ეუთო/ოდირის, ვენეციიის კომისიის, რომ უზენაეს სასამართლოში მოსამართლეები დაინიშნენ პრეფერენციების მიხედვით და მათი ობიექტურობა და პროფესიონალიზმი არ იყო განმსაზღვრელი კრიტერიუმი მათი სასამართლო სისტემაში დანიშვნისთვის. კიდევ უფრო მეტად გამყარდა სასამართლო სისტემაზე პოლიტიკური გავლენები, მათი პოლიტიკური დამორჩილება და სახელმწიფო ინსტიტუტების: სასამართლოს, პოლიციის და პროკურატურის მიტაცება ერთი ადამიანის და ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ“, - აცხადებს აბესაძე.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, გამოკითხვის თანახმად, საზოგადოების 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს, ხოლო ამ ადამიანებიდან 84% თვლის, რომ ამ ჯგუფს ხელისუფლების მოქმედი წევრები უჭერენ მხარს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო