მარიამ ჯაში - თუ პოლიტიკური ან ტექნიკური მიზეზით საკონსტიტუციო რეფორმა ჩავარდება, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კიდევ ერთი უდიდესი შეცდომა იქნება

„მხოლოდ „ქართული ოცნება” არ წააგებს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნით. საქართველოს საერთაშორისო იმიჯი შეუქცევადად შეიძლება დაზიანდეს”, - ამის შესახებ ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს და განაცხადა, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ არ უნდა დაკარგოს სანდო პარტნიორის სახელი.

„თუკი დღეს ან მომავალ კვირას, პოლიტიკური ან ტექნიკური მიზეზით ჩავარდება საკონსტიტუციო რეფორმა, ეს იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კიდევ ერთი უდიდესი შეცდომა, მაგრამ რეფორმის ჩავარდნა არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ შეცდომა და მხოლოდ „ქართული ოცნება“ არ წააგებს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნით. საქართველოს საერთაშორისო იმიჯი შეუქცევადად შეიძლება დაზიანდეს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ არ უნდა დავუშვათ რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველომ დაკარგოს სანდო პარტნიორის სახელი, რომელიც არ იცავს საკუთარ სიტყვას და გაცემულ პირობას. სწორედ ამიტომ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ უპირობოდ უჭერენ მხარს საკონსტიტუციო რეფორმას“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა