შს მინისტრის მოადგილე - გიორგი შაქარაშვილის კვალის დაკარგვამდე, მომხდარ კონფლიქტში მისი მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე არ იკვეთება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, 19 წლის გიორგი შაქარაშვილის კვალის დაკარგვამდე, მომხდარ კონფლიქტში შაქარაშვილის მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე არ იკვეთება.

როგორც ბორცვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით მიმდინარეობს.

„გამოძიება პირველ ეტაპზე დაიწყო თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, ვინაიდან ჩვენ გვქონდა შეტყობინება გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. მას შემდეგ, რაც ჩატარდა გადაუდებელი და შემხვედრი საგამოძიებო მოქმედებები, გამოიკვეთა ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი, კვალიფიკაციას დაემატა ძალადობის მუხლი და დღეის მდგომარეობით გამოძიება მიმდინარეობს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ძალადობის მუხლებით“, - განაცხადა ბორცვაძემ.

მისი თქმით, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით ექსპერტიზა ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო: გიორგი შაქარაშვილის კვალის დაკარგვამდე, მომხდარ კონფლიქტში მისი მონაწილეობის ფაქტი ამ ეტაპზე არ იკვეთება - შს მინისტრის მოადგილე

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა