„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ინფორმაციით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი სასამართლო დარბაზში დააკავეს

19 ივნისს, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივს, ა. ი-ს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ აცნობეს, სასამართლომ ა. ი-ს ასევე სამსახურეობრივი უფლებამოსილება შეუჩერა და ბრალეულობის საქმე ქ. თბილისის პროკურატურის წარმოებაშია.

მათი ცნობით, 2018 წლის 8 ივლისს, თბილისში, დადიანის გამზირზე, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივი ა.ი. თავის მფლობელობაში არსებული ავტომობილით დაეჯახა ქ. მ-სა და ე. მ-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 20 წლის ქ. მ. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ა.ი. მხოლოდ ორი დღის შემდეგ გამოცხადდა პოლიციის განყოფილებაში. აღნიშნულ საქმეზე ორი წლის განმავლობაში ა. ი-ს პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა და იგი კვლავ აგრძელებდა მუშაობას შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივის თანამდებობაზე. ამ დროის განმავლობაში იგი დააწინაურეს. ქ. თბილისის პროკურატურა საქმეზე გადაწყვეტილების მიღების გაჭიანურების მიზეზად 2018 წლის 24 ივლისს დანიშნულ კომისიურ ექსპერტიზას ასახელებს. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიუროს, თითქმის 2 წელი დასჭირდა საქმეზე დასრულებული დასკვნის გასაცემად. დაზარალებული ოჯახის უფლებადამცველი ორგანიზაციის, ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის მიუხედავად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ არ შეისწავალა ა.ი.-ს საქმე. უწყებების განმარტებით, ა. ი-ს საქმეზე გადაწყვეტილების მიღება მოხდებოდა თბილისის პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდგომ. თუმცა კომპეტენტურმა ორგანოებმა რეაგირება არ მოახდინეს იმ ფაქტზე, რომ ა. ი. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და არ შეასრულა თავისი, როგორც მოქალაქეობრივი, ისე სამსახურეობრივი ვალდებულება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქმის გაჭიანურების ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კვლევის არაგონივრული დროით გახანგრძლივებაა.

„ორგანიზაციის მიერ წარმოებული საქმეების გათვალისწინებით, აღნიშნული არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოძიების დაბრკოლების მიზეზი გახდა ესპერტიზის დასკვნის მიღების დაგვიანება. ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს ხელისუფლებას, მიიღოს შესაბამისი ზომები და უზრუნველყოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ეფექტური მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში აშკარაა სამხარაულის ეროვნული ბიუროს არაეფექტური მუშაობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკისრება პასუხისმგებლობა, რომ არ მიიღო შესაბამისი ზომები და სავარაუდო დამნაშავეს საშუალება მისცა ყოფილიყო პოლიციის მოქმედი თანამშრომელი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ვლადიმერ ფესენკო - უკრაინის გარეშე უკრაინის მომავალზე შეთანხმების ნებისმიერი მცდელობები დამარცხებისთვისაა განწირული
რა უპირატესობები აქვს სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით?
სიახლე PSP-სგან - ფრანგული დერმატოლოგიური კოსმეტიკის ინოვაციური ბრენდი SVR უკვე საქართველოშია
გაყინული კრემიდან „თოლიას“ რეცეპტებამდე, ანუ ყველაფერი, რაც ნაყინის შესახებ უნდა იცოდე
ბათუმში „მაგნიტის“ ახალი ფორმატის ფილიალი - „მაგნიტი მაქსი“ გაიხსნა
რომში “ინტელიექსპრესის” ახალი ფილიალი გაიხსნა