კახა ოქრიაშვილმა, ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცეს ხმა

საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ხმა მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა, ასევე უფრაქციო პარლამენტის წევრებმა ბიძინა გეგიძემ და ალექსანდრე ერქვანიამ მისცეს. მათ იგივე პოზიცია დააფიქსირეს პირველი მოსმენით კენჭისყრის დროსაც.

საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრისას პროექტის წინააღმდეგ ხმა აღნიშნული სამი დეპუტატის გარდა, დავით ჭიჭინაძემ და ემზარ კვიციანმა მისცეს, რომლებიც დღევანდელ სხდომას არ დასწრებიან.

რაც შეეხება დეპუტატ ნატო ჩხეიძეს, მან როგორც პირველ, ასევე მეორე მოსმენაზე კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. პირველი მოსმენით კენჭისყრისგან განსხვავებით, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, მეორე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ევროპულმა საქართველომ“.

დღევანდელ სხდომას ასევე არ ესწრებოდა „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია. დეპუტატების განმარტებით, მან სხდომაზე დასწრება ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ შეძლო.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტი მეორე მოსმენით, 115 ხმით დაამტკიცა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს