გიგა ბოკერია - ახლა ამას უნდა მოჰყვეს საკონსტიტუციო ცვლილებების მე-3 მოსმენით მიღება, იქამდე რურუას გათავისუფლება, თუ რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ივანიშვილი

ახლა ამას უნდა მოჰყვეს მესამე მოსმენით მიღება, იქამდე პოლიტპატიმარ გიორგი რურუას გათავისუფლება და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება. თუ რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ბიძინა ივანიშვილი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენით მიღებას. მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ პირველ მოსმენაზე შესვლის გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო დაუმძიმა ბიძინა ივანიშვილს მანევრის შესაძლებლობა და ამიტომ ის „თავის ხელით აკეთებს იმას რაც არ უნდოდა“.

„ძალიან კარგი ამბავი მოხდა, ეს აჩვენებს საზოგადოების და საერთაშორისო მომხრეების მხარდაჭერის ძალას, როდესაც ივანიშვილს უწევს თავისით იმის გაკეთება, რაც არ უნდოდა. ახლა ამას უნდა მოჰყვეს მესამე მოსმენით მიღება, იქამდე პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება. თუ რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ბიძინა ივანიშვილი. „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებამ პირველ მოსმენაზე შესვლის კიდევ უფრო დაუმძიმა მას მანევრის შესაძლებლობა, ამიტომ თავის ხელით აკეთებს იმას, რაც არ უნდოდა. უნდა შეეგუოს, ქვეყანაში შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და იმ ვერდიქტს, რომელსაც მას გამოუტანს ქართველი ამომრჩეველი. ეს არის ის ამოცანა, რომელიც აქვს ქვეყანას, თუ ის ამას ხელს შეუშლის რომელიმე კომპონენტში, ეს იქნება ცუდი და ამის ფასს გადაიხდის თვითონ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

კახა გოგოლაშვილი - როცა სტაბილიზაციისკენ მიმართული ნებისმიერი კონსტრუქცია ინგრევა, იქ სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეც არსებობს
გიორგი ხვედელიანი - ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მიშელის ხელშეკრულება კი არა, ქართველი ხალხის ნება გადაწყვეტს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.07.2021
ლევან ალაფიშვილი - ოპოზიციამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, როცა პლებისციტი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმულ პროცენტში გაცვალა
კომპანია "იორკ თაუერსმა" დავით ტურაშვილთან ერთად ახალი კამპანია წამოიწყო
"სამსუნგის" Bespoke მაცივარი - შექმნილია შენთვის, შენ მიერ (R)
GIZ-ის მხარდაჭერით დაგეგმილია გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა თანამედროვე მონიტორინგული სისტემების დანერგვის პროცესში
„ნიკოს ეზო“ და „ფარდაგები რაჭიდან“ - Social Impact Award-ის ფინალისტები საგანმანათლებლო სფეროდან
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის და SEU DEVELOPMENT-ის ერთობლივი საჩუქარი SEU-ს სტუდენტს და ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ბექაურს
ქართული ეროვნული მაუწყებლების მიერ ფასიანი ტრანზიტის მოთხოვნასთან დაკავშირებით საქართველოს საკაბელო ტელევიზიების კავშირი განცხადებას ავრცელებს
განახლებული ფორმატითა და მიზნებით - Setanta Sports-ი მაუწყებლობას 13 ქვეყანაში იწყებს
ჩაერთე სილქფესტის შეთავაზებებში და გაიაქტიურე დიდი მოცულობის ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები
"ტანტა" და თერაპიის ცენტრი "გრადაცია" - Social Impact Award 2021-ის ფინალისტები ინკლუზიური მისიით