რომან გოცირიძე - ერთი პატარა ნაბიჯი დარჩა გადასადგმელი, გაათავისუფლოს ივანიშვილმა რურუა და ამ კონსტიტუციას ექნება მეტი პოლიტიკური წონა, როცა ყველა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობით იქნება მიღებული

მივდივართ უკვე ფინიშამდე, დარჩენილია ერთი ნაბიჯი და იმედს ვიქონიებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, შეაფასებს იმ როლს და იმ წონას, რასაც კონსტიტუციის კონსენსუსით მიღება ჰქვია,- ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ჟურნალისტებთან მას შემდეგ განაცხადა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მეორე მოსმენით მიიღო.

დეპუტატის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება შეთანხმებას ბოლომდე შეასრულებს და გიორგი რურუა გათავისუფლდება, ოპოზიცია ცვლილებებს მესამე მოსმენისას მხარს დაუჭერს.

„მივესალმებით საკონსტიტუციო ცვლილების მეორე მოსმენით მიღებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე მივესალმებით დამოუკიდებელი დეპუტატების და ფრაქციების მონაწილეობას ამ პროცესში. ივანიშვილს არ აქვს არავითარი პოლიტიკური რესურსი, რომ მეორეჯერ გაბედოს საერთაშორისო პარტნიორების, საკუთარი ხალხის და ოპოზიციის მოტყუება. ფაქტობრივად, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ კონსტიტუცია არის მიღებული. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას მესამე მოსმენით კენჭისყრაში იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმება შესრულდება მთლიანად.

დარჩა ერთი პატარა ნაბიჯი გადასადგმელი, გაათავისუფლოს ბიძინა ივანიშვილმა გიორგი რურუა და ამ კონსტიტუციას ექნება მეტი პოლიტიკური წონა და ძალა, როცა ყველა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობით იქნება მიღებული, მათ შორის მხარს დაუჭერს არასაპარლამენტო ოპოზიციაც, რომელიც გაერთიანებული იყო ამ იდეის ირგვლივ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში. როგორც ხედავთ, მივდივართ უკვე ფინიშამდე, დარჩენილია ერთი ნაბიჯი და იმედს ვიქონიებთ, რომ ხელისუფლებას ეყოფა კეთილგონიერება, შეაფასებს იმ როლს და იმ წონას, რასაც კონსტიტუციის კონსენსუსით მიღება ჰქვია. ხვალ რურუას სასამართლო პროცესია, რამდენიმე დღე არის დარჩენილი მესამე მოსმენამდე და იმედს ვიქონიებთ, რომ შეთანხმება იქნება სრულად შესრულებული,"- განაცხადა გოცირიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო