მამუკა მდინარაძე - „ნაცმოძრაობა“ ყველა თავისი დანაყოფით  8 მარტის შეთანხმებიდან გავიდა, მათ ქართული საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრებათ

მიუხედავად წინა დღეებში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შევძელით და იმავეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ 8 მარტის შეთანხმებიდან გავიდნენ.

„მიუხედავად წინა დღეებში არსებული უდიდესი სპეკულაციებისა, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შევძელით და იმავეს შევძლებთ მესამე მოსმენის დროსაც. საქართველოს კონსტიტუციაში მივიღებთ ცვლილებებს, რომელიც საზოგადოებრივი კონსენსუსის თანახმად, ემსახურება დემოკრატიის ხარისხის გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარედ, უკვე ცალსახად და გადაჭრით შეიძლება ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, თავისი ყველა დანაყოფით, გავიდა 8 მარტის შეთანხმებიდან. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა პირველ რიგში, ქართული საზოგადოების წინაშე და მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა ყველა 8 მარტის შეთანხმების ხელმომწერი ყველა მხარის წინაშე. მათ იგნორირება გაუკეთეს ფასილიტატორი ელჩების მოწოდებას იმის შესახებ, რომ პროექტისთვის მხარი დაეჭირა შეთანხმების ხელმომწერ ყველა მხარეს. ეს ადამიანები საზოგადოებრივ დაკვეთას კი არ ასრულებენ, არამედ თავიანთ გეგმებზე ზრუნავენ,“ - განაცხადა მდინარაძემ.

რაც შეეხება გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხს, მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ 8 მარტის შეთანხმება ამ ნაწილს არ მოიცავდა. მისივე თქმით, ეს ერთი პარტიის მიერ დაგეგმილი პიარკამპანიაა.

„ჩვენ შეგვიძლია კიდევ ერთხელ წავუკითხოთ და ვაჩვენოთ საზოგადოებას, რას მოეწერა ხელი 8 მარტს. ხელი მოეწერა იმ სისტემას, რომელმაც აღსრულებაში ჰპოვა ასახვა და რომელსაც დღეს მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტმა. რაც შეეხება განცხადებას, რომელიც ეხებოდა მართლმსაჯულებაში ჩაურევლობას, ამის გაყიდვა ე. წ. პოლიტპატიმრის გათავისუფლების პირობად, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პარტიის მიერ დაგეგმილი პიარკამპანიაა,“ - განაცხადა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო