მამუკა ხაზარაძე - ზესტაფონში ივანიშვილი და მისი მაფიოზური კლანია გამაგრებული, რასაც ოქტომბერში დავასრულებთ

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე "საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს" კვლევას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საზოგადოების 47% მიიჩნევს, რომ სასამართლო სისტემაში გავლენიანი ჯგუფი (კლანი) არსებობს. როგორც „ლელოს“ ლიდერი აღნიშნავს, კვლევის შედეგები მისთვის და საქართველოს მოსახლეობისთვის უცხო არ არის. მისი თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ ძალოვანი სტრუქტურები და სასამართლო ემსახურება „ქართულ ოცნებასა" და ბიძინა ივანიშვილს.

„სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი ამბავი, რადგან ყველამ ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველო ჩაიდო ჯიბეში. არამარტო სასამართლოსა და პროკურატურის, არამედ მსხვილი ბიზნესის დაქვემდებარებასაც ცდილობს. ჩვენი ამოცანაა, ეს ქვეყანა მათგან გავათავისუფლოთ. დღეს იმ რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ მაფიოზური კლანებია ჩამოყალიბებული ზესტაფონში, ქალაქში ყველაფერი მიტაცებულია. ამას არ ჰქვია ბიზნესი - ეს არის ადამიანების ექსპლუატაცია, რასაც ბიძინა ივანიშვილი და მის გარშემო მყოფი მაფიოზური კლანის წევრები უდგანან სათავეში. ჩვენ ამას აუცილებლად შევცვლით და დავასრულებთ“- განაცხადა „ლელოს“ ლიდერმა.

მამუკა ხაზარაძის თქმით, საქარველოში ბიზნესი ნამდვილად თავისუფალი და ადამიანზე ორიენტირებული იქნება.

„დღეს რაც ამ ქალაქში ხდება, ის, რომ სოფლები ქრება ზესტაფონის გარშემო, მიუღებელია. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ რამდენიმე მაფიოზური გვარის წარმომადგენელი გამდიდრდეს, რაც მახინჯი სქემა და ქვეყნის მიტაცებაა, რომელსაც ოქტომბერში დავასრულებთ,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მამუკა ხაზარაძის განცხადებას პოლიტიკური მოძრაობა „ლელო საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა