გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აქვს, თუმცა გარდაცვალებამდე მიადგა თუ არა, ამაზე ახლა საუბარი რთულია

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება, თუმცა საუბარი რთულია, ეს დაზიანებები როდისაა მიყენებული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

„რადგანაც შსს-მ კვალიფიკაცია შეცვალა, უნდა ვივარაუდოთ, რომ მათ აქვთ რაიმე საუძველი იმისა, ახალი კვალიფიკაციით გააგრძელონ გამოძიება.

მიუხედავად ჩვენი მდგომარეობისა, მთელი ეს დღეებია ვცდილობთ, ხელი არ შევუშალოთ გამოძიებას. პირიქით, ჩვენი ვერსიებით ვამარაგებთ და გამოძიებაც ყოველდღიურად ყველაფერს ამოწმებს, ამას საკუთარი თვალით ვუყურებ. ამიტომ, რა დრო სჭირდება კონკრეტული პირების ბრალეულობის საკითხს, ეს ძიების საგანია. მე ვერ გეტყვით, იყო თუ არა ეს დრო საკმარისი ამისთვის და უახლოეს პერიოდში მიიღებენ თუ არა გადაწყვეტილებას (ვინმეს დაკავების შესახებ). ეს რთული სათქმელია, რადგან როცა ადამიანმა არ იცი საქმის გარემოებები, კონკრეტული მტკიცებულებები, საუბარი იმაზე, რომ ეს დრო მეტია და დროის გაწელვასთან გვაქვს საქმე თუ არ გვაქვს, ეს ძალიან რთული სათქმელია.

სისხლის სამართლის კვალიფიკაცია ყოველთვის დგინდება საქმეში არსებული მტკიცებულებების მიხედვით. თუ ჩვენ ვნახავთ, რომ გამოიკვეთება ექსპერტიზის შემდგომ რაიმე კონკრეტული დანაშაულის კვალი, ცხადია, ჩვენი პოზიცია გვექნება კვალიფიკაცის დამძიმებასთან დაკავშირებით", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისივე ინფორმაციით, შაქარაშვილის ოჯახმა ახალგაზრდებს შორის მომხდარი კონფლიქტის შესახებ დილით გაიგო.

„ოჯახმა კონფლიქტის შესახებ გაიგო დილის 07:00 საათის ფარგლებში, იმიტომ, რომ ღამის პირველ საათზე დედა ესაუბრა გიორგის. ბავშვის გადმოცემით, ისეთი არაფერი ხდებოდა და უკვე 7 საათის ფარგლებში დარეკეს და მოიკითხეს გიორგი იყო თუ არა სახლში მისული. აი, აქედან დავიწყეთ პოლიციის ჩართვა საგამოძიებო მოქმედებებში. გიორგი დედას ესაუბრა მისი მეგობრის ტელეფონით“, - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

იხილეთ ვიდეო: გიორგი შაქარაშვილის ბიძის განცხადებით, გარდაცვლილს სხეულზე დაზიანებები აქვს, თუმცა გარდაცვალებამდე მიადგა თუ არა, ამაზე ახლა საუბარი რთულია

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ნიკოლაძის განმარტებით, მას ესმის იმ ექსპერტების, რომლებმაც კომენტარისგან თავი შეიკავეს, რადგან არ სურთ სხვადასხვაგვარი არასწორი ინტერპრეტაცია მიეცეს პირველად მონაცემებს.

„აქ, არსებითად მნიშვნელოვანია იმ ზღვარის და მიჯნის გავლენა დაზიანებები მიღებულია სიცოცხლის პერიოდში, თუ გარდაცვალების შემდგომ. ამიტომ, აქვს თუ არა დაზიანება, ახლა ეს კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელოვანია ის, თუ რის გამოა გამოწვეული ამ დაზიანების მიყენება. დაზიანებები აქვს, ბუნებრივია, სამი დღის განმავლობაში მდინარის კალაპოტში იმყოფებოდა, თუმცა გარდაცვალებამდე მიადგა თუ არა ვერ გეტყვით", - განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა