გიგა ბოკერია - ივანიშვილმა პროპაგანდისტული ორგანოებით  გიორგი რურუას დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო და ჰგონია, ამით მის დაჭერას ამართლებს, თუმცა, პირიქით ადასტურებს, რომ პოლიტიკური დაკვეთა იყო

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, ჯო ბაიდენის ცენტრის დირექტორის მაიკლ კარპენტერის განცხადება კრიტიკული გზავნილია ბიძინა ივანიშვილისა და მმართველი გუნდის მიმართ. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველასთვის ცნობილია, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური დაკვეთით არის დაჭერილი.

„მაიკლ კარპენტერისა და საქართველოს ყველა დიდი ხნის მეგობრის გზავნილი ერთი და იგივეა სხვადასხვა ფორმით. მათ სურთ, იხილონ ძლიერი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო. მათ იციან, თუ რა არის ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილის ნება, რომ იყოს თავისუფალი ქვეყანა, რაც თავისუფალი სამყაროს ნაწილია. ყველა, ვინც ამას რაიმე ნაბიჯებით ხელს უშლის, ბუნებრივია, კრიტიკას იმსახურებს. ასეთი პრობლემა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ქვეყნის ყველა მეგობრისთვის არის ივანიშვილი, მისი გუნდი და მათი ნაბიჯები, მათ შორის პოლიტიკური დევნა, არაანგარიშვალდებულება და ყველა მიმართულებით ქვეყნის ჩიხში შეყვანა. ამიტომ, ივანიშვილის მიმართ მათი გზავნილი კრიტიკულია. ყველამ იცის, რომ გიორგი რურუა პოლიტიკური დაკვეთით არის დაჭერილი, ეს ღიად ითქვა. ივანიშვილი თვითონ აკონტროლებს ამას, პროპაგანდისტული ორგანოებით დისკრედიტაციის კამპანია წამოიწყო. მას ჰგონია, რომ ამ კამპანიით დაჭერას ამართლებს, თუმცა, პირიქით ადასტურებს, რომ პოლიტიკური დაკვეთა იყო“,- აცხადებს ბოკერია.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა გიორგი რურუა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი, ბოკერიამ განაცხადა, რომ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის პოლიტიკური ნიშნით დაიჭირეს.

„რაც შეეხება კითხვას, ბატონო რურუა რომელიმე პარტიის ლიდერი არის თუ არა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს არის პოლიტიკური მოტივით დაჭერილი პოლიტიკური ფიგურა ამ კონტექსტში. ის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, აქტიური მონაწილე და ივანიშვილის რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიის მეწილეა. ყველამ იცის, რომ ამის გამო დაიჭირეს. ეს არის პრობლემა. ივანიშვილის გუნდს და მის პროპაგანდისტულ ორგანოებს რაც არ ესმით ხოლმე ისაა, რომ აფასებენ ვის ვინ მოსწონს. ვერ ხვდებიან, რომ ეს ქვეყანაში პოლიტიკური შურისძიების ციკლების უსასრულოდ დატოვებაა. კანონის უზენესობა გულისხმობს, რომ კაცი არ შეიძლება დაიჭირო იმის გამო, რომ ხელისუფლება გააბრაზა, არ შეიძლება იარაღი ჩაუდო. როცა პირობას საზოგადოების, საქართველოს მეგობრების წინაშე დადებ, მერე თქმა, რომ „გადაგაგდეთო“, არ მოსულა“,- აცხადებს ბოკერია.

შეგახსენებთ, მაიკ კარპენტერმა განაცხადა, რომ მმართველმა პარტიამ გიორგი რურუა უნდა გაათავისუფლოს და მას და მის პარტიას შემაკავებელი ფაქტორების გარეშე მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა