მარიამ ჯაში - ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება „ნაცმოძრაობის“ და „ევროპული საქართველოსგან“ დამოუკიდებლად არის შესაძლებელი

ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსგან“ დამოუკიდებლად არის შესაძლებელი, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელი კენჭისყრით დადასტურდა, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა საპარლამენტო ოპოზიციის სპექტრში აღარ არის გადამწყვეტი.

„ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის დემოკრატიულად მოაზროვნე და არის ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, დღეს არ ჰქონდა უფლება, რომ გამიჯვნოდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს. დღევანდელი კენჭისყრით დადასტურდა, რომ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციის სპექტრში აღარ არის გადამწყვეტი ძალა. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება მათგან დამოუკიდებლად არის შესაძლებელი,“ - განაცხადა ჯაშმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო