ლევან კობერიძე - „ქართული ოცნება“ ხან მოსახლეობას ატყუებს, ხან პოლიტიკურ პარტიებს

ვიდრე მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული ეს კანონპროექტი, „ქართული ოცნების" მიმართ ნდობა არ მაქვს, რადგან გვაქვს უკვე ცუდი გამოცდილება, რომ „ქართული ოცნება" უკვე შეთანხმებულ თემებზე ახდენს მოტყუება- გადაგდებას, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მეორე მოსმენით მხარდაჭერა, სავარაუდოდ, საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლის შედეგია.

„დამოუკიდებელი დეპუტატების" და უფრაქციო დეპუტატების ძალიან მტკიცე პოზიციის შედეგია ის, რომ ერთი მხრივ „ქართულ ოცნებას" არ ეძლევა გასაქანი თავისი პოლიტიკური ინსინუაციებისთვის და მეორე მხრივ, ჩვენ ნათლად ვაჩვენეთ, რომ როგორც „ქართულ ოცნებას" უნდა წარმოადგინოს, რომ ქვეყანაში მთავარი ოპოზიციური ძალა არის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა", - ეს ასე არ არის. მიუხედავად ამ ყველაფრისა, სანამ მესამე მოსმენით არ იქნება მიღებული ეს კანონპროექტი, ნდობა „ქართული ოცნების" მიმართ არ მაქვს, ამ საკითხზე ჩემს გამაფრთხილებელ განცხადებას ყოველთვის გავაკეთებ, რადგან გვაქვს უკვე ცუდი გამოცდილება, რომ „ქართული ოცნება" უკვე შეთანხმებულ თემებზე ახდენს მოტყუება- გადაგდებას მოსახლეობის.

ასევე ყველაზე მთავარი, რაც მინდა ვთქვა, დღეს ჩვენ დავინახეთ კიდევ ერთხელ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავისი პირობა, რომელიც როგორც ჩანს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ ფარულ გარიგებაში ჰქონდა, ბოლომდე არ შეასრულა. „ქართული ოცნება“ ხან მოსახლეობას ატყუებს, ხან პოლიტიკურ პარტიებს. ასეთ სიტუაციაში ჩვენი როლი არის მნიშვნელოვანი და ჩვენი პოზიცია არის მტკიცე“, - განაცხადა კობერიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს