თამარ ჩუგოშვილი - ხელისუფლებას მაინც ტვირთად რჩება 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება

ხელისუფლებას მაინც ტვირთად რჩება 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება, - ამის შესახებ ყოფილმა ვიცე-სპიკერმა, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ ჩუგოშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, 8 მარტის შეთანხმება მოიცავდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებსაც.

„როდესაც შეთანხმება შედგა, ის ფარავდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებს. ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე შეასრულოს, მაგრამ ასევე იყო ოპოზიციის პასუხისმგებლობა, რომ მასაც შეესრულებინა და თავისი წილი პასუხისმგებლობა აეღო. ხელისუფლებას მაინც ტვირთად რჩება 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერას, ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მას საფრთხე აღარ ემუქრება და მესამე მოსმენითაც დამტკიცდება.

„დღევანდელი კენჭისყრა იყო საკმაოდ სარისკო, იმიტომ, რომ პირველ კენჭისყრაში მონაწილეობდა „ევროპული საქართველოც“ და ხმებიც შესაბამისად მეტი იყო. დღეს ძალიან სარისკო იყო და ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არ შემოვიდა ამ კენჭისყრაზე, რაც არასწორი იყო, სხდომათა დარბაზში მაინც აღმოჩნდა საკმარისი ხმები, რათა მეორე მოსმენით მიგვეღო ეს ცვლილებები. პირადად ჩვენ არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არ მივეცით საშუალება, რომ მორიგ ჯერზე ჩაეგდოთ საარჩევნო სისტემა, იმიტომ, რომ ხან ერთისგან მოდიოდა ეს მცდელობები და ხან - მეორისგან. მგონია, რომ ძალიან სწორი პოზიცია დავიჭირეთ და საერთო ჯამში, პრინციპში, ამ ცვლილებებს საფრთხე აღარ ემუქრება. სრული საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ მესამე მოსმენითაც უპრობლემოდ გავა,“ - განაცხადა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა