ეკა ბესელია - საკონსტიტუციო ცვლილებები მიღებული იქნება სამი მოსმენით - „ქართული ოცნება“ თავად უზრუნველყოფს, რომ არავინ დააკლდეს, რადგან ამ პროექტში არის ის ჩანაწერი, რომელიც განსაკუთრებულად უნდოდათ

ეს ცვლილებები მიღებული იქნება სამი მოსმენით, თავად უზრუნველყოფენ, რომ არავინ დააკლდეს, არავინ ავად არ გახდეს, რადგან ამ პროექტში არის ის ჩანაწერი, რომელიც განსაკუთრებულად უნდოდათ,- ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, წინა პროექტისგან განსხვავებით, ამ დოკუმენტში ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანი ჩანაწერია, რომელიც 2024 წლამდე რიგგარშე არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას გამორიცხავს.

„ხედავდით როგორი მობილიზება გააკეთეს თავადვე. რატომ? - იმიტომ, რომ ამ პროექტში არის ჩანაწერი, რომელიც განსაკუთრებით ღირებული იყო „ქართული ოცნებისთვის“, რომ 2024 წლამდე რამდენი რიგგარეშე არჩევნებიც არ უნდა ჩატარდეს, ყველა უნდა ჩატარდეს არა სრული პროპორციული სისტემით, არამედ ამ სისტემით. ეს იყო ჩანაწერი, რომელიც კობახიძეს და მის გუნდს ძალიან უნდოდათ, რომ გაესწორებინათ, იმიტომ, რომ გაეპარათ წინა კონსტიტუციურ ცვლილებებში, ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ამ ცვლილებებზე „ქართული ოცნება" მობილიზებას გააკეთებდა. ახლა ეს ცვლილებები მიღებული იქნება სამი მოსმენით, თავად უზრუნველყოფენ, რომ არავინ დააკლდეს, არავინ ავად არ გახდეს, რადგან ამ პროექტში არის ის ჩანაწერი, რომელიც განსაკუთრებულად უნდოდათ,"- განაცხადა ბესელიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა