რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე მინისტრმა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების საქმიანობასა და უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა, დევნილთა საკითხებზე საქართველოს ცენტრალურ უწყებებთან და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები მიმოიხილა.

საუბარი შეეხო კორონავირუსის პანდემიის დროს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად და კერძო კომპანიების დახმარებით აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების მხარდასაჭერად განხორცილებულ მნიშვნელოვან სოციალურ პროგრამას. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე სამომავლო სამოქმედო გეგმა განიხილეს. რუსლან აბაშიძემ COVID-19-ის პრევენციულ ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისა და ოპერატიული მუშაობისთვის სამინისტროს თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს სიგელები გადასცა.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი კონსტანტინე კუჭუხიძე, მინისტრის მოადგილეები, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელები და სამინისტროს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს