მუნიციპალური განვითარების ფონდი 159 სკოლის და 31 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ახორციელებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში, 59 სკოლის მშენებლობა, 100 სკოლის რეაბილიტაცია და ენერგო-ეფექტური კომპონენტის გაძლიერება მიმდინარეობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, საგანმანათლებლო პროგრამას საქართველოს მთავრობა და დონორები (CEB და NEFCO) აფინანსებენ. პროგრამის საერთო ღირებულება 300 მილიონ ლარზე მეტია.

59 სკოლის მშენებლობასთან ერთად, მუნიციპალური განვითარების ფონდი დამატებით შვიდი სკოლის პროექტირებასა და მშენებლობას ახორციელებს. მათივე ინფორმაციით, უკვე გამოცხადებულია ტენდერი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფელს ჩხიკვთას, გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ქერეს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში სოფელ მაჩხაანის, მარნეულის მუნიციპალიტეტში სოფელ საბირკენდის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სოფელ ჩხაკოურის სკოლების პროექტირებისა და მშენებლობაზე. ამასთან, ივლისში გამოცხადდება ტენდერი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათას სკოლის მშენებლობასა და პროექტირებაზე. ასევე, პროგრამის ფარგლებში, გამოცხადებულია გურიის რეგიონში 8 სკოლის, ხოლო კახეთის რეგიონში 5 სკოლის რეაბილიტაციის ტენდერი. სკოლები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის.

„შენობებში მოეწყობა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და კეთილმოეწყობა ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლების მშენებლობასთან და რეაბილიტაციასთან ერთად, ფონდი აქტიურად არის ჩართული საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტში. უკვე მიმდინარობს 31 ბაღის მშენებლობა და რეაბილტაცია, ხოლო ივლისში ტენდერი 25 ბაღზე გამოცხადდება. საბავშვო ბაღების პროექტის საერთო საორიენტაციო ღირებულება 75 მილიონი ლარია. მუნიციპალური განვითარების ფონდი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამაში 2019 წელს ჩაერთო,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო