თამარ ჩუგოშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მესამე მოსმენაზე, ყველა პარტია, რომელსაც გამოხატული აქვს საჯაროდ სურვილი საარჩევნო სისტემის შეცვლაზე, კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს

ეს ზუსტად ის პოზიციაა, რომელიც მეც მქონდა და უფრო ამას ვხედავ როგორც ოპოზიციის მიმართ გზავნილს ამ ეტაპზე, - ასე ეხმიანება დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას.

ჩუგოშვილი იმედს გამოთქვამს, რომ მესამე მოსმენაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს ყველა, ვინც საარჩევნო სისტემის შეცვლის სურვილი საჯაროდ გამოთქვა და შეთანხმებას ხელი მოაწერა.

„უმრავლესობამ თითქმის სრული შემადგენლობით და პარლამენტის ყველა წევრმა „ნაციონალური მოძრაობის" და „ევროპული საქართველოს" გარდა, მონაწილეობა მიიღო კენჭისყრაში და სწორედ ჩვენი ხმებით გავიდა ეს ცვლილება, მაგრამ შეთანხმების ფასილიტატორების და მოდერატორების მხრიდან არის მოლოდონი, რომ ვინაიდან, ყველამ დადო პირობა და აიღო ვალდებულება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ხმას მისცემდა, იყო მოლოდინი, რომ ისინიც სხდომათა დარბაზში იქნებოდნენ და ხმას მისცემდნენ. მეც მინდა შევუერთდე ამ იმედს, რომ მესამე მოსმენაზე ყველა პოლიტიკური პარტია, რომელსაც გამოხატული აქვს საჯაროდ სურვილი, რომ საარჩევნო სისტემის შეცვლა უნდა, აიღებს პასუხისმგებლობას, გამოცხადდება დარბაზში და მიიღებს კენჭისყრაში მონაწილეობას,"- განაცხადა ჩუგოშვილმა.

ცნობისათვის, კარლ ჰარცელი მეორე მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ 29 ივნისს, მესამე მოსმენისას მას 142 ხმა ექნება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა