კარლ ჰარცელი - ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის 142 ხმა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს საბოლოო მოსმენაზე

მივესალმები მეორე მოსმენით მიღებულ გადამწყვეტ საკონსტიტუციო ცვლილებებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი წერს.

ის იმედოვნებს, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება.

"მივესალმები მეორე მოსმენით მიღებულ გადამწყვეტ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ვწუხვარ, ვიწრო ზღვარზე და ვიმედოვნებ, რომ 8 მარტის შეთანხმების სულისკვეთება აღდგება, მათ შორის 142 ხმა ექნება საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე, საბოლოო მოსმენაზე, 29 ივნისს" , - წერს ჰარცელი "ტვიტერზე".

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციური კანონის პროექტს მხარი 115-მა დაუჭირა. წინააღმდეგ კი 3 წავიდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს