კახა კუჭავა კარც ჰარცელის განცხადებაზე -  ეს არის ოპოზიციის მიმართ მოწოდება, რომ მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს

ეს არის ოპოზიციის მიმართ მოწოდება, რომ მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. ჩვენ ისედაც მივიღებთ ცვლილებებს, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს მოხდეს იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც ჩვენი 8 მარტის შეთანხმების პათოსს გააგრძელებს,- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე- სპიკერი კახა კუჭავა ჟურნალისტებთან ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებას.

მისი თქმით, ამ მოწოდებაში იკითხება, რომ ოპოზიციის რეპუტაცია დაზიანებულია.

„კარლ ჰარცელმა დატვიტა და არა მხოლოდ მან, ევროპარლენტარებისგანაც ვნახეთ მსგავსი ტვიტები, თუ რამდენად მიესალმებიან ისინი მეორე მოსმენით მიღებას და აქვე ძალიან მკაფიოდ ჩანს მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ მესამე მოსმენაზე მხარი დაუჭირონ საკონსტიტუციო ცვლილებებს. საბოლოო ჯამში ყველამ.

საბოლოო ჯამში ყველამ დაინახა, რომ „ქართული ოცნება" ასრულებს იმ დაპირებას, რომელიც 8 მარტის შეთანხმებით იქნა მიღწეული. რა თქმა უნდა, ეს არის ოპოზიციის მიმართ მოწოდება, რომ მხარი დაუჭირონ ცვლილებებს. ჩვენ ისედაც მივიღებთ ცვლილებებს, მაგრამ აუცილებელია, რომ ეს მოხდეს იმ კონსენსუსის საფუძველზე, რომელიც ჩვენ 8 მარტის შეთანხმების პათოსს გააგრძელებს“, - განაცხადა კუჭავამ.

ცნობისათვის, კარლ ჰარცელი მეორე მოსმენით საკონსტიტიციო ცვლილებების დამტკიცებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ 29 ივნისს, მესამე მოსმენისას მას 142 ხმა ექნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა