ბადრი ჯაფარიძე - სიტყვას აქვს ძალა და სიტყვას აქვს ფასი, რომელსაც შესრულება უნდა, ამას დავნერგავთ ქართულ პოლიტიკაში

თქვენ გვერდით ვდგავარ და აუცილებლად დაგიბრუნებთ იმ რწმენას, რომელიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს დაკარგეთ , - ამ სიტყვებით „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ზესტაფონში პარტიის ოფისის გახსნისას ადგილობრივ მოსახლეობას მიმართა.

„ორი დღეა ჭიათურასა და ზესტაფონში ვხვდები ადამიანებს და ვგრძნობ, რომ საქართველოს მოქალაქეები ყველაზე მეტად სახელისუფლებო და პოლიტიკურმა ტყუილმა დააზიანა. აქ ვდგავარ თქვენს გვერდით, რომ დაგიბრუნოთ რწმენა და გითხრათ, რომ რასაც დაგპირდებით, აუცილებლად გავაკეთებთ. სიტყვას აქვს ძალა და სიტყვას აქვს ფასი, რომელსაც შესრულება უნდა. ამას ვაკეთებ მთელი ცხოვრება მამუკა ხაზარაძესთან ერთად და ამას დავნერგავთ ქართულ პოლიტიკაში”, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი ზესტაფონში ადგილობრივებს პარტიის შექმნის მიზანზეც ესაუბრა. მისი თქმით, „ლელოს“ მთავარი ამოცანაა, ადამიანებს იმედი დაუბრუნდეთ და პოლიტიკისადმი ნდობა გაეზარდოთ.

„ლელოს“ შექმნის მიზანია, ადამიანებს დავუბრუნოთ იმედი, ხვალინდელი დღის რწმენა და დავამტკიცოთ, რომ პოლიტიკა ტყუილების ფრქვევა არ არის, რასაც დღემდე ვხედავთ. პოლიტიკა უნდა იყოს საპასუხისმგებლო სფერო, როდესაც ადამიანები თავის ქვეყანას ემსახურებიან და არა პირად ინტერესებს”, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელოს“ ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ მოსახლეობასთან ერთად ქვეყანას უკეთესობისკენ შეცვლის.

„ჩვენ გვინდა, რომ თქვენთან ერთად შევცვალოთ ეს ქვეყანა უკეთესობისკენ, რათა თითოეული თქვენგანი გრძნობდეს, რომ ქვეყანაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ჩვენ დავიწყეთ მშენებლობა რწმენისა და იმედის. დარწმუნებული ვარ, მომავალი აუცილებლად უკეთესი იქნება და თქვენ თვითონ დარწმუნდებით, რომ თქვენში დევს უდიდესი ძალა ცვლილებების და ახალი დღის წესრიგის შექმნის. ჩვენ ერთად შეგვიძლია ამ ქვეყნის შეცვლა“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ლილია შევცოვა - თუ აშშ საქართველოდან არ გასულა, ამერიკელები საქართველოში დაუპირისპირდებიან რუსულ გავლენებს, რომლებიც რამდენადაც ვიცი, ქვეყანაში საკმაოდ მრავლადაა
ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2021
არჩილ მორჩილაძე - ბიუჯეტის ხარჯზე მედიკამენტების ხარჯების ანაზღაურებას სახელმწიფოს მიერ დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, 250 000-ზე მეტი ადამიანი იღებს, როცა უამრავი სოციალურად დაუცველი ამ დაფარვის მიღმაა დარჩენილი
რა გეგმები აქვს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და რა პროგრამებს სთავაზობს სტუდენტებს? - ინტერვიუ უნივერსიტეტის კანცლერ მაგდა მაღრაძესთან
სილქფესტი მომხმარებლებს უქმეებზე ულიმიტო ინტერნეტ და უსასრულო სასაუბრო პაკეტების გააქტიურებას სთავაზობს
დეველოპერული კომპანია „ბლოქსი“ ქალაქ ზუგდიდში მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის მშენებლობას იწყებს
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით ქართველი ფერმერები შემოსავლებს და წარმოებას ზრდიან