საპატრიარქო დუბნინის მიტროპოლიტ იოანეს მიერ საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარისთვის გაგზავნილ წერილს ავრცელებს

დუბნინის მიტროპოლიტი იოანე, დასავლეთ ევროპაში რუსული ტრადიციის მართლმადიდებელი ეკლესიების სამთავარესპისკოპოსოს მეთაური საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობის განყოფილების თავმჯდომარეს, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს (შარაშენიძე) წერილს უგზავნის.

წერილს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აქვეყნებს.

“თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ და ძმაო თანამწირველო,

მივიღეთ თქვენი 2020 წლის 16 ივნისის წერილი და, გთხოვთ, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, ჩემი მოკრძალებული მოკითხვა გადასცეთ მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს.

თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, გარწმუნებთ, რომ არასოდეს გვქონია განზრახვა, შეგვექმნა ქართული სამრევლო ჩვენს სამთავარეპისკოპოსოში.

მღვდელ-მონაზონ იეროთეოსის პუბლიკაცია იყო შეცდომითი, რადგან ჩვენ მისთვის ასეთი მისია არ დაგვივალებია. მას ჰქონდა მხოლოდ თანამსახურების ნებართვა ჩვენს ერთ-ერთ სლავურენოვან სამრევლოში და ასევე მივეცით უფლება, ნაწილობრივ გამოეყენებინა თავისი მშობლიური ენაც მისივე სიკეთისთვის. მან კი საკუთარი სოციალური ქსელი გამოიყენა სხვა მიზნებისთვის, მიგვიყვანა რა ამ სამწუხარო ინციდენტამდე, რის გამოც ძალიან ვწუხვარ.

ამავე დროს, თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ბოდიში და გარწმუნებთ ჩემს ძმურ სიყვარულში;

გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და დიდ სიხარულს თქვენს მღვდელმთავრულ მსახურებაში”, - ნათქვამია წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა