ადამ კინზინგერი - დეტალები საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია - მათ ხმას კი ოქტომბერში გავიგებთ

დეტალები საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია - ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ასპექტი ყოველთვის იარსებებს , - ამის შესახებ ამერიკელმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა და კონგრესის აშშ-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა მედიისთვის გამართულ ვიდეო კონფერენციაში განაცხადა.

მან ისაუბრა 13 კონგრესმენის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტზე, რომელშიც ბიძინა ივანიშვილი მოხსენიებულია, როგორც „პუტინის მოკავშირე“ და უპასუხა კითხვას, იცოდა თუ არა კონგრესმენმა დონ ბეიკონმა აღნიშნული ნაწილის შესახებ, ბეიკონის იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომ მას ანგარიშის ამ ნაწილის შედგენაში მონაწილეობა არ მიუღია.

„კონგრესი ბევრ ანგარიშს და კანონპროექტს იღებს, ყველაფერი, რაც გამოდის, შეიძლება მთლიანად არ იყოს წაკითხული. როგორც წარმოგიდგენიათ, მსოფლიოში ბევრი ქვეყანაა, რომლის მიმართაც ინტერესი გვაქვს, და რა თქმა უნდა, ბევრი საკვანძო მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ეს არ ნიშნავს, რომ 235-ივე წევრმა აბსოლუტურად ყველაფერი მაშინვე იცის იმის შესახებ, რაც იმ მომენტში გამოიცემა. ბეიკონმა იცოდა თუ არა, მე გეტყვით, რომ ყველამ იცის საქართველოს შესახებ და საქართველომ გაიკვალა გზა აშშ-ს კონგრესში, რაც კარგია“, - აღნიშნა კინზინგერმა.

მან უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, თავად რას იტყვის ბიძინა ივანიშვილის როლის შესახებ საქართველოში.

„არ ვფიქრობ, რომ ამ მომენტში იმ როლში ვიმყოფები, განსაკუთრებით ჩემს პოზიციაში მყოფი ადამიანი და საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარე და ის, ვინც საქართველოში დემოკრატიის წახალისებას ძალიან ცდილობს, რომ გამოვიდე და ამგვარ რამეზე მოსაზრება გამოვთქვა. საქართველოში ბევრი რთული სიტუაცია იყო, რთული სიტუაციები იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაფერი, რაც გვინდა, ისაა, რომ ადამიანებმა ამ ყველაფერზე მუშაობით წინ წაიწიონ. რაც დეტალებს შეეხება, ეს დეტალები საქართველოს ხალხის გადასაწყვეტია. ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის ასპექტი ყოველთვის იარსებებს, ჩემი იმედი კი იმას უკავშირდება, რომ რთულ დროს გადავლახავთ და წინ წავალთ, რადგან ხმის გაჟღერების გზა ის კი არაა, თუ რას ფიქრობს კონგრესი, ან თუნდაც, რას ფიქრობს მედია საქართველოში. ეს არც იმას უკავშირდება, თუ რას ფიქრობს პარლამენტი, არამედ იმას, თუ რას ფიქრობს ქართველი ხალხი - მათ ხმას კი ოქტომბერში გავიგებთ“, - აღნიშნა კინზინგერმა „ინტერპრესნიუსის“ კითხვაზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო